Sunday, February 1, 2009

საქართველო 1921 – 1990 წწ

საბჭოთა ხელისუფლება 1921 – 1924 წ.

რევკომები
საქართველოს დემიკრატიული მთავრობის დამხობის შემდეგ მთელი ძალაუფლება საბჭოურ რესპუბლიკაში „რევოლუციის კომიტეტების“ ხელში გადავიდა. პირველად რევოლუციის კომიტეტი რუსეთში შემოვიდა. ამ საგანგებო ორგანოს კომუნისტების პარტია ანვითარებდა. მათ ხელში იყო სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება, ისინი თრგუნავდნენ რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს.
საქართველოში რევკომი ჩამოყალიბდა რკპ(ბ) კავბიუროს მიერ 1921წ 16 თებერვალს ფ.მახარაძის, მ.ორახელაშვილის, შ.ელიავას, ა.გეგეჭკორის, ა.ნაზარეთიანის, ბ.კვირკველიას შემადგენლობით. საქართველოშო წითელ არმიასთან ერთად იქმნებოდა საგუბერნიო საქალაქო და სამაზრო რევკომები. ეეს რევკომები პირველად ჩამოყალიბდა სიღნაღში, შემდეგ თელავში და თიანეთის მაზრებში. შემდეგ ეს რეზიდენცია თბილისში გადმოიტანეს.
რევკომის პირველი განკარგულება იყო ხალხი დამორჩილებოდა ხელისუფლებას და სხვა. 1921 წლის 21 თებერვალს ჩამოყალიბდა თბილისის რევკომი ს.თოდიას თავჯდომარეობით. 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი. 17 მარტს აჭარის, 25 თებერვალს სამხრეთ ოსეთის რევკომი, 26 თებერვალს საქართველოს რევკომმა გამიოაცხადა, რომ საქართველოს ძალაუფლება მის ხელსი გადადიოდა. საქართველოში დემოკრატიული წლების დროს ხელისუფლებას განასახიერებდნენ არჩევითი ორგანოები. ინტელიგენცია რევკომისადმი უნდობლობის გამო ხელისუფლების ორგანოებისგან განზე იდგა. რევკომის წევრები უამრავი იყო ზოგი თანამდებობისთვის შეუფერებელი, მათ არ ჰქონდათ ელემენტარული განათლება არც არაფრის მმართველობა იცოდნენ. რევკომში აღმოჩნდნენ რუსი ტერორისტები, წითელ რაზმელები ან ან დემოკრატიის მომხრე პირები. რევკომის ძალაუფლება მთლიანად მართული იყო დემოკრატიიდან დიქტატურისკენ. ქართველი ხალხი მათ ვერ ეგუებოდა, რევკომებს უპირისპირდებოდნენ ჯარისკაცებიც, 1917 წელს კონტრევოლუციად გამოაცხადეს და დაშალეს.
საბჭოთა ხელისუფლება არჩევნების საფუძვლებზე უნდა ჩამოყალიბებულიყო. 1921 წელს დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. 10 დეკემბერს თბილისში ჩატარდა პირველი საბჭოთა სხდომა.

ძველი ხელისუფლების მსხვრევა
საქართველოს რევკომის ძირითადი დანისნულება იყო ადრინდელი სხელმწიფოებრივი სტრუქტურების ნგრევა და ახალი ხელისუფლების ორგანიზაცია. 24 მარტს რევკომმა დაითხოვა საქართველოს დამფუძნებელი კრება. 26 თებერვალს გამოცხადდა დემოკრატიული საქართველოს არმიის საერთო დემობილიზაცია. სახალხო კომისართა თავჯდომარედ დაინისნია ფ.მახარაძე. საგარეო საქმეთა კომისრად მ.ორახელაშვილი, შინაგან საქმეთა კომისრად ბ.კვირკველია. შეიქმნა შრომის და უზრუნველყოფისკომისარიატები: მუშათა და გლეხთა ინსპექციის, იუსტიციის, ჯანმრთელობის, განათლებისა და ფინანსთა კომისარიატები. 1921 წ. 21 მაისს საქართველოსს რევკომმა გამოაცხადა აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1921 წ. აპრილის დეკრეტით გაუქმდა მიწაზე კერძო საკუთრება და საქართველოსტერიტორიის მიწა-წყალი მთლიანად სახელმწიფო კუთვნილება გახდა. გლეხებს უსასყიდლოდ გადასცეს მიწები პირადი სარგებლობისთვის. 1921 წელს ივლის-აგვისტოდან საქართველო გადავიდა ლენინურ პოლიტიკაზე. ამან ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის წინსვლას.

ამიერკავკასიის ფედერაცია
საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგდღის წესრიგში დადგა საკითხი მისი ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებთან და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკებთან დამოკიდებულების შაესახებ. ამის შემდეგ საქართველო და რუსეთი საბჭომ გააერთიანა. გაერთიანებასთან დაკავშირებით ი.სტალინმა, რომელიც სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელი იყო ლენინური პრინციპებით შეიმუშავა ე.წ. „ავტონომიზაციის პროექტი. „ავტონომიზაციის“ სისტემა ხელყოფდა ერთ სუვენერულ უფლებებს და უპირისპირდებოდა ბოლშევიკური პარტიის საპროგრამო დებულებას ერთი თვითგამორკვევის შესახებ რაც ხალხთა თანასწორუფლებიანობის დეკლარაციითაც იყო აღიარებული. 1921 წელს 9 აპრილს ვ.ი. ლენინმა ამიერკავკასიელ კომუნისტებს დაავალა შეექმნათ „საოლქო სამეურნეო ორგანო“. 1921 წელს 2 ივნისს გაერთიანდა სამი რესპუპლიკის საგარეო ვაჭრობა. იმავე წლის 3 ნოემბერს ბაქოში შემდგარმა ეკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა დაადგინა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანება.
დადგენილებაში ნათქვამია:
o „გადაუდებლად და აუცილებლად იქნეს ცნობილი რესპუბლიკებს შორის ფედერაციული კავშირის შეკვრა, უწინარეს ყოვლისა, სამხედრო, სამეურნეო, საფინანსო მუშაობისა და საგარეო პოლიტიკის დარგში.
o აუცილებლად ჩაითვალოს ამიერკავკსიის რესპუბლიკათა ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ცენტრის (სამოკავშირეო საბჭოს)შექმნა“. ი. სტალინი და ორჯონიკიძე მოითხოვდნენ ერთიანი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას. მათ თავისი აზრი სისრულეში მოუყვანეს 1922 წლის 10 დეკემბერს.

„ნაციონალ-უკლონიზმი“ საქართველოს კომპარტიაში
ქართველ ხალხს არ უნდოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და წითელი არმიის შემოსვლა. რევკომი, რკპ(ბ) კავბიუროს მესვეურებს არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
1922 წლის დეკემბერს საბჭოთა ქვეყნის რესპუბლიკათა გაერთიანებაში საქართველო შევიდა, ამიერკავკასიის ფედერაციუი რესპუბლიკის მეშვეობით. მიზანშეწონილი იყო ფედერაციულ რესპუბლიკაში გაერთიანებისაკენ, რადგან ეს მისწრაფება ხელყოფდა სამეურნეო, პოლიტიკურ ცხოვრების იმ მონაპოვარს, რაც საქართველოს ჰქონდა სამწლიანი დამოუკიდებელი ცხოვრების პერიოდში. ამ თვალსაზრის იცავდნენ ფ.მახარაძე, ბ.მდივანი, მ.ოკუჯავა, კ.ცინცაძე და სხვა. ი.სტალინმა და რკპ(ბ) კავბიუროს ხელმძღვანელობამ ამ ჯგუფის საქმიანობა პარტიის გენერალური ხაზიდან გადახვევად მიიჩნია და მონათლა იგი “ნაციონალურ-უკლონიზმის“ სახელწოდებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა(1918-1921წწ)

1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ აღადგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა ეროვნულ საბჭოს, რომლის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად არცეულ იქნა ნიკოლოზ(კარლო) ცხეიძე. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ევგენი გეგეჭკორი. ეროვნულ საბჭოს - 1918 წლის ოქტომბერში ეწეოდა საქართველოს პარლამენტი. ახალი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: ევგენი გეგეჭკორი - საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, ნოე რამისვილი - შინაგან საქმეთა , სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრი, კონსტანტინე კანდელაკი - ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშისა და გერბის ავტორები არიან იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კანონს საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ, რომელშიც ჩაწერილი იყო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი კანონების მირებას, როგორიც იყო კანონები საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, რეგულარული არმის შესახებ და სხვა.
ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით საქართველო დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად: - თბილისის გუბერნია შვიდი მაზრით, - ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით, სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი, ბათუმის ოლქი. ქართულ ბონს იმ წლებში საკმაოდ მყარი კურსი ჰქონდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. ქართული კულტურა კრძალავდა საქართველოდან ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ისტორიული ფასეულობების მქონე ნივთების გატანას. დამოუკიდებლობის აქტის მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო:“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობისა“. VI მუხლი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.“ საქართველოს 1921 წლის კონტიტუცია ქართული პოლიტიკური აზრის დიდი მონაპოვარია.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარება

საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საქართველო უშუალოდ არ შეეერთებინა რუსეთისათვის. საქართველო ფორმალურად უნდა დარჩენილიყო დამოუკიდებლელ, სუვერენულ ქვეყნად. რუსეთი ასეთი საუბრით ცდილობდა საკუთარი აზრების შენიღბვას, სინამდვილეში კი რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაპყრობა. საქართველოს რევკომი ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა, ფაქტობრივად კი იგი საბჭოტა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას განასახიერებდა. რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რევკომი დამოუკიდებლად ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
საქართველოს რევკომის მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენდა ეროვნული სახლემწიფოს მშენებლობაში 1918-1921 წლებში მიღწეული მონაპოვრის ლიკვიდაცია.
დამფუძნებელი კრების დადგენილებით: „არც საქარტველოს დემიოკრატიული რესპუბლიკის და არც დამფუძნებელ კრებას არ უცვნია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და უფლებამოსილება არ მოუხსნია. არ შეჩერებულა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება. 1921 წ. საქართველოს რევკომმა მიიღო დეკრეტი: „საქართველოს დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ“. ამ დეკრეტით „საქართველოს რევკომმა თავის თავს მიანიჭა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ხელისუფლების ფუნქცია.“
1921 წელს საქართველოს რევკკომმა დაშლილად გამოაცხადა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და სახალხო გვარდია“. საოკუპაციო ხელისუფლების განმტკიცების კვალობაზე მოსკოვმა მიზნად დაისახა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების შექმნა. საქართველო გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
1921 – 1922 წ. ოკუპირებულ საქართველოში რუსეთის მსგავსად ჩამოყალიბდა მმართველობის ტოტალიტარული სისტემა. ოფიციალურად იგი პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფო სისტემად იწოდებოდა. თუმცა ცხადი იყო, რომ პროლეტარიატის დიქტატურით ინიღბებბოდა კომუნისტების დიქტატურა.

ავტონომიების შექმნა

რუსეთმა არ იკმარა საქართველოს დამორჩილება და მან ვერაგულად განახორციელა თავისი გეგმა - საქართველო დაყო ავტონომიებად.
აფხაზეთი გამოაცხადეს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა იყო აბსოლიტურად მიუღებელი. აფხაზი ხალხის ინტერესების დაცვისათვის სავსებით საკმარისი იყო საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობა. ი. სტალინის ინიციატივით შეიცვალა ს.ორჯონიკიძის პოლიტიკა აფხაზი სეპარატისტები იძულებულები გახდნენ დამორჩილებოდნენ მოსკოვის ნებას. აფხაზეთის საკითხი შემდეგნაირად გადაწყდა: 1921 წლის დეკემბერში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში.
ქართველი ერის ნების წინააღმდეგ 1922 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მაინც შეიქმნა.
საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა უკანონო იყო. შიდა ქართლში მცხოვრებ ოსებს, როგორც ეთნიკურჯგუფს, ისტორიული სამშობლო სხვაგან იყო. გარდა ამისა საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა ისეთი რაოდენობა არ ცხოვრობდა , რომ ოსურ მოსახლეობას ავტონომიის მოთხოვნის უფლება ჰქონოდა. ქართველი ერის ინტერესები უხეშად შეილახა იმითაც, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს სრულიად უკანონოდ მიაკუთვნეს ქართული სოფლები და ქალაქი ცხინვალი.
აფხაზი და ოსი სეპარატისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებით საბჭთა რუსეთმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საქართველოს.

ქართული პოლიტიკური ემიგრაცია XX ს 20-იანი წლების დამდეგ

რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წ. თებერვალს-მარტში საქართველოსთვის არახელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში მიმდინარეობდა. საქართველოს დემიკრატიული რესპუბლიკა დიდ პოლიტიკას შეეწირა.
ქართველი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის სავსებით ცხადი გახდა, რომ დასავლეთ ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთთან დაახლოვებას ცდილობდნენ და რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს გათავისუფლების საქმეში ისინი მოკავშირეებად ვერ გამოდგებოდნენ.
იტალიის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პოლიტიკურმა ემიგრაციამ რუსეთს არ მისცეს უფლება საქართველოს სახელით გამოსვლისა, ამასთან ერთად, კონფერენციაზე არ იქნა დაშვებული საბჭოთა საქართველოს წარმომადგენელი. მთავარი შედეგი კი ის იყო, რომ საქართველოს საკითხი იტალიის საერტაშორისო კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდა.
ამრიგად, ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ XX - საუკუნის 20-იანი წლების დამდეგისათვის, მართალია შეძლო საერთაშორისო არენაზე საქართველოს საკითხის პოპულარიზაცია, მაგრამ შექმნილმა არახელსაყრელმა საერტაშორისო ვითარებამ რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირის პოვნის საშუალება წაართვა ემიგრაციულ მთავრობას.

ეროვნული მოძრაობა 20-იანი წლების პირველ ნახევარში - 1924წ

1921 წ. საქართველოში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ...1921 წ. დაიწყო აჯანყება. აჯანყებისაჯანყების მომხრეები მოითხოვდნენ: რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან და თავისუფალი არჩევნების გამოცხადება. იტალიის საერთაშორისო კონფერენციაზე მემორანდუმი(აჯანყების შესახებ) გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ.
1921 – 1924წ ეროვნული მოძრაობის და 1924 წლის აჯანყების მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აჯანყებას უნდა გადაეწყვიტა საქართველოს მომავალი. 1924 წლის აჯანყებას წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერის ისტორიაში, იგი გმირობისა და თავდადების მაგალითს აძლევდა მომავალ თაობებს.